გიორგი გახარიას განცხადებით, 2012 წელს ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება 332 მლნ ლარი იყო, დღეს კი ჯანდაცვის დაფინანსება არის 1 მლრდ 76 მლნ ლარი
29-05-2020, 19:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2012 წელს ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება გახლდათ 332 მლნ ლარი, დღეს კი ჯანდაცვის დაფინანსება არის 1 მლრდ 76 მლნ ლარი, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს პარლამენტში, სადაც ინტერპელაციის წესით მივიდა.

 


როგორც პრემიერმა აღნიშნა, მისივე თქმით, 2012 წლის შემდგომ და დღევანდელი ფაქტით, საქართველოს ბიუჯეტის 1/3 არის მიმართული სოციალური ხარჯებისთვის, რაც აქამდე ასე არ იყო.

 


„2013 წელს საქართველოში საბავშვო ბაღები გახდა უფასო, მას შემდეგ მთავრობამ იზრუნა, რომ მშობლებს ყოველწლიურად ბავშვების სკოლაში გაშვებისთვის წიგნებში ფული არ ეხადათ, საქართველოს მთავრობამ იზრუნა, რომ ბავშვები, განსაკუთრებით მთიან და აგრარულ რაიონებში სკოლებში მიგვეყვანა, ეს ყოველდღიურად მშობლების ჯიბიდან ამოღებული ფული იყო და ეს არის 100 მლნ მხოლოდ და მხოლოდ ბავშვების ნაწილში. არავის ახსოვს ის ცვლილებები, რომელიც ჯანდაცვის სისტემაში განხორციელდა, 2012 წელს ჯანდაცვის დაფინანსება გახლდათ 332 მლნ ლარი, დღეს ეს არის 1 მლრდ 76 მლნ ლარი და მაშინ, როდესაც ჯანდაცვის სისტემა საერთოდ როგორც სტრუქტურული ერთეული არ არსებობდა გაჭირვებული ადამიანი, შვილისთვის ან ოჯახის წევრისთვის ოპერაცია რომ გაეკეთებინა სახლს ყიდდა და უკიდურესი სიღატაკისთვის იყო სამუდამოდ განწირული," - აღნიშნა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი