ბოლო პერიოდში ანალიტიკური ცენტრები და ექსპერტები საკმაოდ ხშირად აკეთებენ პროგნოზებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში შესაძლო გარდმტეხი ცვლილებების შესახებ. კვლევითი ცენტრი “Stratfor”-ის ანალიტიკოსების მიხედვით, თანდათან იზრდება ნიშნები, რომ რუსეთმა და აზერბაიჯანმა შეიძლება ითანამშრომლონ, რათა დაარღვიონ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სტატუს-ქვო, რუსეთის მშვიდობისმყოფელების ყარაბაღში გაგზავნითა და რეგიონზე გრძელვადიანი ზედამხედველობის დაწესებით.
აზერბაიჯანული ანალიტიკური ცენტრი “Atlas”-ის ხელმძღვანელი, პოლიტიკური ანალიტიკოსი ელხან შაჰინოღლუ, გაზეთ “მუსავათ”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამტკიცებს, რომ ბოლო დროს, საექსპერტო წრეებიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრემლი მთიანი ყარაბაღის გარშემო რამდენიმე რაიონის განთავისუფლებას და ამის ნაცვლად რეგიონში საკუთარი შეიარაღებული ძალების განთავსებას აპირებს. ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვის ბოლო ვიზიტი მხოლოდ აზერბაიჯანში მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ვიზიტები ჩვეულებრივ ორივე ქვეყანაში ერთდროულად ხორციელდება.
შაჰინოღლუს მიხედვით, რუსეთის გეგმა იმაში მდგომარეობს, რომ აზერბაიჯანის მხრიდან თანდათან გაზრდილი სამხედრო ზეწოლის შედეგად, სომხეთი იძულებული იქნება დათმობაზე წავიდეს და აზერბაიჯანისთვის დააბრუნოს ყარაბაღის გარშემო ოკუპირებული შვიდი რაიონიდან ხუთი და შეთანხმდეს, რომ რეგიონში შევიდნენ რუსული სამშვიდობო ძალები. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი დაიბრუნებს ხუთ რაიონს, დიდია საფრთხე, რომ ერთხელ ყარაბაღში შესული რუსული ჯარი იქიდან აღარ გავიდეს. ასევე ამ ხუთი რეგიონის სანაცვლოდ რუსეთი აიძულებს აზერბაიჯანს, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი გახდეს. ამიტომ ექპერტი არ ფიქრობს, რომ აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის შეთანხმება ასე ადვილად იქნას მიღწეული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.