ნავთლუღის საცალო აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ უძველეს ბაზარში ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების თავიდან ასაცილებლად სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით და ისნის რაიონის გამგეობის ჩართულობით, მასშტაბური სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
„სააგენტოს რეკომენდაციებით, ბაზრის ადმინისტრაციამ და პერსონალმა უზრუნველყო ბაზრის ტერიტორიიდან ნარჩენების გატანა, დახლების განახლება და მოსაპირკეთებელი და დასუფთავების სამუშაოების ჩატარება.
გაუმჯობესდა სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, პერსონალი აღიჭურვა შესაბამისი დამცავი და სადეზინფექციო საშუალებებით, კონტროლდება სოციალური დისტანცია“, – აცხადებენ სააგენტოში.
ქვეყნის მასშტაბით 80-მდე აგრარულმა ბაზარმა განაახლა მუშაობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.