დღეს, 21 სექტემბერს ბორჯომის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სოფელ რველთან სატვირთო ავტომობილი გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
თვითმხილველების ინფორმაციით, "დაფის" მარკის სატვირთო ავტომობილი თბილისიდან ბორჯომის მიმართულებით მოძრაობდა. სოფელ რველთან მოძრაობის საპირისპირო მხარეს გადავიდა და ამოტრიალდა. მომხდარის გამო დაზიანდა ბორჯომიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ჯიპიც. ჯიპის მძღოლს, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისის მაცხოვრებელია, დაზიანება არ მიუღია.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, სატვირთო ავტომობილის მძღოლი დაახლოებით 45 წლამდე ასაკის მამაკაცი იყო, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. მას ქალა ტვინის ძლიერი ტრამვა ჰქონდა მიღებული. შემთხვევის შედეგად სხვა დაშავებულები არ არიან.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დროებით შეფერხდა მოძრაობა სოფელ რველთან. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, ასევე სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ბრიგადები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის, მეხუთე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
http://sknews.ge
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.