ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, გიორგი ვოლსკის უთხრა, რომ „შესანიშნავი შვიდეულის მთავარი წევრია“ და „თვალდახუჭული ისვრის დანასაც“, თუმცა მან აღნიშნა, რომ ვოლსკის „ბამბის ტყვიები“ ესროლა.
„დაავიწყდა, რომ მე შესანიშნავი შვიდეულის ერთ-ერთი მთავარი წევრი ვარ... შესანიშნავი შვიდეული, თვალდახუჭული რომ ისვრის დანასაც, ჰოდა, დაავიწყდა, რომ ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს პოლიტიკაში და შესანიშნავი შვიდეულის ერთ-ერთი მთავარი წევრი ვარ... ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს 30-წლიანი და ამ შვიდეულს მერე ჩამოგითვლით, ვინ არის... მე ვესროლე ბამბის ტყვიები, მან ნამდვილი ტყვიები მესროლა“, უთხრა ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში ვოლსკის გვერდით მდგომმა გოცირიძემ.
უფრო ადრე, იგივე ჟესტი ვოლსკიმ გამოიყენა გოცირიძის მიმართ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.