[ვიდეო] „600 ეკლესია მაქვს აშენებული, მათ შორის ბაგრატი“ - სააკაშვილი ბოკერიას ბრალს სდებს და აცხადებს, რომ იგი „ყველაფერი ქართულის და ქრისტიანობის წინააღმდეგია“
31-05-2020, 13:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თავისი ხელისუფლების ერთ-ერთი გავლენიანი პირი, უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია 2019 წელს „მთავარი არხის“ ეთერში ქართული ტრადიციების და ქრისტიანობის მოწინააღმდეგედ მოიხსენია და თქვა, რომ ბოკერიას „განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულება აქვს ქართული ტრადიციების და ქართული ტრადიციული ფასეულობების მიმართ“.

 


„რაც შეეხება ბატონ ბოკერიას, აქ არის მართლაც ფუნდამენტური განსხვავება. მე ჩემი შეხედულებებით, ჩემი მრწამსით ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, მიუხედავად იმისა, ვინც რა უნდა თქვას, ეს ასეა. ვატარებ ჯვარს. ბოკერიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ჩვენი ტრადიციული ქართული ქრისტიანული ფასეულობებიდან. მას მთელი ეს წლები, განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულება აქვს ქართული ტრადიციების მიმართ, ქართული ტრადიციული ფასეულობების მიმართ - ფასეულობები, რომელიც ჩემთვის არის უძვირფასესი და რომელიც ქართველი ხალხისთვის არის ყოველდღიური ცხოვრების წესი“, თქვა სააკაშვილმა და აღიარა, რომ მისი ხელისუფლების დროს ბოკერიას მეშვეობით, „ბევრი უბედურება“ მოხდა.

 

 

 


„ბოკერია არის პრინციპში ყევლაფერი რაც არის ქართული, იმ ტრადიციების წინააღმდეგ, ქრისტიანულის... ჩემ წინააღმდეგ ვერ გამოიყენებენ ამას იმიტომ, რომ 600 ეკლესია მაქვს აშენებული ჩემი ინიციატივით, მათ შორის ბაგრატი“, აღნიშნა სააკაშვილმა და ბოკერიაზე საუბრისას დასძინა: „შეცდომა ვის არ აქვს დაშვებული“.

 


მიუხედავად ბოკერიასადმი კრიტიკული დამოკიდებულების გამჟღავნებისა, სააკაშვილმა თქვა, რომ „ევროპულ საქართველოში“ ბევრი კარგი ლიდერია და „უკიდურესად დასუსტებული და უკიდურესად რეაქტიული“ ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად მათთან და ბოკერიასთან თანამშრომლობასაც აპირებს.

 

კომენტარები: 1
#1   diana
      
ისევ შენიანები გძირავენ ყვინტლიანო,ყველას ამოუხვედი ყელში შე ჩოჩორო შენა wink
31 მაი 2020 07:11
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი