კახეთმა „მწვანე ზონის“ სტატუსი დაკარგა მას შემდეგ, რაც დედოფლისწყაროში სატვირთო მძღოლს კორონავირუსი დაუდგინდა. (ფოტოზე: დედოფლისწყარო - წყარო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ფეისბუქის გვერდი)
ინფორმაციას ადასტურებენ მუნიციალუტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. პაციენტს PCR ტექსტი უკვე ჩაუტარეს, რომელმაც ვირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა.
ახალი კორონავირუსი საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლს აღმოაჩნდა, რომელიც 22 მაისს რუსეთიდან ჩამოვიდა. იგი საქართველოში დაბრუნებისთანავე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
„მძღოლი რუსეთში იმყოფებოდა. სწორედ მას დაემგზავრა პირი, რომლიც გადაიყვანეს კარანტინში, სადაც მას დაუდასტურდა ვირუსი. ეს არის მისი კონტაქტი, რის შედეგადაც გამოვიძახეთ კატასტროფის ბრიგადა და გადავიყვანეთ თბილისში“, - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარიეტა გონაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.