გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ გახარიას, რომელსაც კალაძე და გომელაური ებრძვიან, „ყველაზე დიდი მსხვერპლშეწირვა“ ელოდება, რადგან „ძალიან სერიოზულადაა ეჭვმიტანილი ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ხახუნში“
01-06-2020, 08:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გუბაზ სანიკიძემ, რომელიც 2012 წლის მოწვევის პარლამენტში კოალიცია „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით გახდა პარლამენტის წევრი, შემდეგ კი, ახალი მოძრაობის დაფუძნებამდე, ნინო ბურჯანაძის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო, კვირას, „მთავარი არხის“ გადაცემაში - „მთავარი აქცენტები ნიკა გვარამიასთან ერთად“ - განაცხადა, რომ პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას, რომელსაც კალაძე და გომელაური ებრძვიან, „ყველაზე დიდი მსხვერპლშეწირვა“ ელოდება, რადგან „ძალიან სერიოზულადაა ეჭვმიტანილი ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ხახუნში“.

 

 

„ქართული ოცნების“ ამომრჩეველი არის საკმაოდ დაბნეული ახლა, იმიტომ, რომ მათ დიდ ნაწილს უკვე მიაჩნია, რომ ბიძინა ფალავანი აღარ არის. ამიტომ დაიწყეს ძებნა, ხელისცეცებით დაიწყეს ახალი გმირის მოძებნა უკვე და იმ შემადგენლობაში, რომელიც ჰყავთ მათ - მე პოლიტიკური საჭურისები დავარქვი მათ, ტიპური პოლიტიკური საჭურისები არიან, გინდა კეფით დააყენე, გინდა შუბლით, ყველა ერთნაიარია რაა - ერთადერთი გამორჩეული არის გახარია, ლაპარაკი მაინც იცის სხვასთან შედარებით, წარმოიდგინე რა დღეში არიან. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ძალიან მაგარია, მე იმას ვამბობ, რომ რა დღეში არიან, რომ გახარია არის მათი ნაპოლეონი და ბონაპარტე. ყველაზე დიდი მსხვერპლშეწირვა იქნება გახარიასი.მაგრამ გახარიას აქვს ბევრი მინუსი. ჯერ ერთი, გუნდი არა ჰყავს, კალაძე ცალკე ებრძვის, გომელაური ცალკე ებრძვის. იქ ყველა ერთმანეთს ებრძვის. გახარიას მინუსია ის, რომ ის ძალიან სერიოზულად ეჭვმიტანილი არის, როგორც ჩანს, როგორც ჩანს უკვე, ეჭვმიტანილი არის ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ხახუნში, გაეხახუნ-გამოეხახუნა, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის დავალებით... ვნახოთ წინა გვაქვს ყველაფერი, სიამოვნებები წინ ელოდება „ქართულ ოცნებას“ და რაც მთავარია, ამ 55%-ს ძალიან დიდი გამოცდა ელის. მათ შორის ძვირფას „იმედის“ შემადგენლობას, ასეთ სისულელეებს რომ წერთ. გადით ქუჩაში და დაელაპარაკეთ ხალხს და ჰკითხეთ ერთი. იქით არის დასაწყნარებელი ხალხი უკვე იმიტომ, რომ მოდის უზარმაზარი კრიზისი, შიმშილობა მოდის. გარეთ ვერავინ ვეღარ გაიქცევა. ხომ გვითხრა, უნდა გაგყაროთ გარეთო ქართველებიო. გარეთ ვეღარ გავიქცევით, ახლა არჩევანი გვექნება 4 მილიონ ქართველს და ერთ ბიძინას. რა გვირჩევნია ჩემო ძვირფასებო, 4 მილიონი კაცი გავიქცეთ აქედან თუ ეს კაცი მოვიშოროთ?! - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ და დაამატა:

 

 

„ამათ უკვე ტყუილი დაპირებებიც აღარ ექნებათ, ვინ დაუჯერებს. ამათი მთავარი საარჩევნო მესიჯი იქნება, რომ თუ „ქართული ოცნება“ არ დარჩება ხელისუფლებაში, დაიმახსოვრეთ ხალხო ეს, თუ „ქართული ოცნება“ არ დარჩება ხელისუფლებაში, დაიწყება ომი რუსეთთან. ომით დაგვემუქრება ჩვენი ხელისუფლება. ესენი არიან ღია კრემლის ფილიალი. ესენი არიან პირდაპირ სერგო ორჯონიკიძის მიმდევრები. ბიძინა არის, კლასიკური გაგებით, ერის მოღალატე. გეტყვით რატომ. ორი რამ, რაც იყო ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოსთვის - ერთი ის, რომ მან ეკონომიკურად და ენერგეტიკულად საქართველო ისევ მიაბა რუსეთს და მან საქართველოს გაუნადგურა, ყოველ შემთხვევაში დროებით, პორტის თემა, რომელიც უნდა გამხდარიყო ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის, უსაფრთხოების გარანტია... სასტიკად დაისჯებით იმისთვის, რაც საქართველოს გაუკეთეთ. ბატონო ბიძინა, გამზადებული კანდიდატი ხართ ყორღანაშვილის და სერგო ორჯონიკიძის კლუბის წევრი ხართ ღირსეული“. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი