მოსკოვში დასრულდა თურქული “ცენტრალური მეჩეთის” მშენებლობა, რომელიც თურქეთისა და რუსეთის ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდებოდა. მეჩეთი, რომლის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, კლასიკური ოსმალური ხელოვნების შესაბამისად არის დეკორირებული. ამის შესახებ თურქული გაზეთი “საბაჰი” იუწყება.
მეჩეთში, რომლის მშენებლობა შვიდი წელი გაგრძელდა, ერთდროულად 10 000 ადამიანს შეეძლება ნამაზის შესრულება. მოოქრული გუმბათის სიმაღლე 46 მეტრია, ხოლო ორი დიდი მინარეთის სიმაღლე 81 მეტრი. პარასკევობით და დღესასწაულების დროს მეჩეთში აზანიც წაიკითხება.
შესამჩნევია, რომ ბოლო წლების განმავლობაში დასავლეთთან ორივე ქვეყნის ურთიერთობების თანდათანობითი გაუარესების პარალელურად მიმდინარეობს ამ ქვეყნებს შორის გარკვეული დაახლოების პროცესი, როგორც ეკონომიკურ, ისე კულტურულ და პოლიტიკურ სფეროებში.
ასევე საინტერესოა იმპერიული პერიოდის სიმბოლიკისა და კულტურის პროპაგანდის მცდელობები ორივე ქვეყანაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.