დღეს ბავშვთა დაცვის დღეა და მინდა, პირველ რიში, ჩვენს პატარებს მივულოცო ეს დღე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბავშვებს თავისებურ პერიოდში უწევთ ბავშვობის გატარება და ეს იქნება ის, რაც მათ მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება.
„მინდა ბავშვებს და მათ მშობლებს მივულოცო, თითოეულ ჩვენგანს მოვუწოდო, რომ ჩვენ მოგვიწევს ბევრი შრომა იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვების, ჩვენი პატარების ცხოვრება იყოს უზრუნველყოფილი და რაც მთავარია, მათ შეეძლოთ ასახელონ თავისი ქვეყანა და გაუწიონ კონკურენცია მათ თანატოლებს, როდესაც უფრო დიდები იქნებიან", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.