კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილს თალაკვაძე ხელმძღვანელობს, სხდომა გამართა.
კომისიის წევრებმა სატელევიზიო განხილვების ფორმატზე იმსჯელეს. კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის სატელევიზიო ფორმატში ჩატარების გადაწყვეტილება კომისიამ პირველ სხდომაზე, კოვიდ-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების გამო მიიღო.
კომისიის სხდომაზე შეთანხმდნენ, სატელევიზიო ფორმატში ორი განხილვა შედგება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე გაუძღვება და რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი უმასპინძლებს.
ინტერაქციული კომუნიკაციის რეჟიმში, კომისიის წევრები საზოგადოებისგან შეკითხვებსაც მიიღებენ და უპასუხებენ.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საყოველთაო-სახალხო განხილვები, სავარაუდოდ, ივნისის შუა რიცხვებში დასრულდება, რაც დეპუტატებს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის საშუალებას 21 ივნისისთვის მისცემს.
ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ კანონპროექტის სამი მოსმენით განხილვა პარლამენტში 29 ივნისს დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.