ჯარისკაცებზე ზრუნვა ფართომასშტაბიან კომპლექსურ მიდგომას ეფუძნება - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში და აღნიშნა, რომ ჯარისკაცზე ზრუნვა მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
მისი განცხადებით, მაქსიმალური ყურადღება საჭიროა რეალური ქმედებით და არა ლამაზი საუბრით.
„ჯარისკაცს, ჯარს აინტერესებს რეალური ქმედება, ის, თუ რას გააკეთებს მინისტრი. პირველი, რაც მე დავისახე და სულ რაღაც ერთ თვეში ჩემი ხედვა ჩამომიყალიბდა, გავაცანი ჯარს და თავდაცვის ძალებს. პირველი, ეს იყო სოციალური მიმართულება - დავიწყეთ ხელფასების მატებით, ძალიან კარგი სადაზღვევო პაკეტი გავუკეთეთ ჯარს, რომელიც იყო პრობლემა და გამოწვევა ჩვენი ჯარისთვის“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თავდაცვის მინისტრის განმარტებით, უწყებაში წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოგვარება დაწყებულია და სამხედრო ბაზებზე ფართომასშტაბიანი, კომპლექსური ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს.
„მიზნად დავისახე, სრულად მიმეხედა ინფრასტრუქტურისთვის. 250 ობიექტის სრული გადაიარაღება ხდება. ყველა ყაზარმა წლის ბოლომდე იქნება დასრულებული. თამასა მაქსიმალურად ავწიე და ვუთხარი დავალება ჩვენს გუნდს, რომ ჯარისთვის ყველაფერს საუკეთესოს ვაკეთებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.