ირაკლი ღარიბაშვილი: „თითო საათი 165 აშშ დოლარი ჯდება - თუ ეს ვინმეს ენანება ჩვენი ჯარისკაცებისთვის, მაშინ ეს მათ ნამუსზე იყოს“
03-06-2020, 11:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ღამის კურიერი“ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯარისკაცების წასახალისებლად თავდაცვის უწყების მიერ ჯერ კიდევ დეკემბერში შეკვეთილ სასაჩუქრე საათებზეც ისაუბრა.

 

 

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, მან ცნობილ დიზაინერს - ზვიად ციკოლიას ჯარისთვის ბრენდირებული სასაჩუქრე საათების შექმნა სთხოვა, რომელზეც გამოსახულია საქართველოს დროშა და წარწერა - თავდაცვის ძალები. 

 

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსგავსი სახის საჩუქარი მიღებული ფორმაა ნებისმიერ ჯარში, მათ შორის ევროპის ქვეყნების თავდაცვის ძალებშიც.

 

 

„საზოგადოებისთვის რომ განვმარტო, თითო საათი165 აშშ დოლარი ჯდება. თუ ეს ვინმეს ენანება ჩვენი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც მინდა, რომ წავახალისო, მაშინ ეს მათ ნამუსზე იყოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

 

თავდაცვის მინისტრმა სასაჩუქრე საათების უტენდეროდ შეკვეთაზეც გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ ტენდერის ჩატარება დიზაინერსა და პოლიტიკოსს შორის ვერ მოხდებოდა.

 

 

„ზვიად ციკოლია ცნობილია თავისი გამოგონებებით, დიზაინით და პირდაპირ მას დავუკვეთეთ. საუბარია 83 ათას დოლარზე, რომელიც ჯარს მოხმარდა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასაჩუქრე საათების შეკვეთა პანდემიის დაწყებამდე - დეკემბერში მოხდა. მინისტრის განცხადებით, ის ბიუჯეტის მიხედვით ხელმძღვანელობს და ყველა ხარჯი თავიდანვე გათვალისწინებული და გააზრებულია. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი