„ჩვენი ხელისუფლება ჯარის პოლიტიზირებას არ დაუშვებს, ჯარის 99,9% აბსოლუტურად აპოლიტიკურია“ - ირაკლი ღარიბაშვილი
03-06-2020, 11:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იქნება თუ არა ჯარი საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი - ამ საკითხთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრმა "ღამის კურიერში" ისაუბრა.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის ჯარის პოლიტიზირებას არ დაუშვებს, არც მმართველი გუნდის და არც სხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან.

 

 

"პირველი სიტყვები რაც მე განვუცხადე თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობას და პირად შემადგენლობას იყო შემდეგი, რომ მე მოვდივარ აბსოლუტურად გულწრფელად, პოლიტიკური ინტერესების გარეშე, მე არ შემომაქვს პოლიტიკური ინტერესები ჯარში, მაგრამ მეორეს მხრივ, მე არ დავუშვებ და შეუწყნარებელი ვიქნები სხვა პოლიტიკური პარტიების ინტერესების გატარების. ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ მოვახდინეთ პოლიციის, ჯარის და უშიშროების სამსახურების დეპოლიტიზირება, ჯარის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული და საამაყო ინსტიტუციის პოლიტიზირებას ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს, ასეთი დავალება და პოლიტიკური ნებაა," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

მინისტრის განცხადებით, ჯარი არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ეკუთვნის და ჯარისკაცების აბსოლუტური უმრავლესობა აპოლიტიკურია.

 

 

„მე დარწმუნებული ვარ, რომ 99.9% ჩვენი საამაყო ბიჭების და გმირების, არის აბსოლუტურად აპოლიტიკური და მათთვის სულერთია ვინ იქნება ხელისუფლებაში, მათთვის მთავარია ვინ იზრუნებს ჩვენი ჯარის გაძლიერებაზე. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ჯარი არ ეკუთვნის არც ერთ პოლიტიკურ ძალას, ეს არ არის ჩვენი კუთვნილება, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული სიამაყე" , - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი