თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვარკეთილის 3-ის IIIა მიკრორაიონში, N325 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერის აღდგენა-რეაბილიტაციას ასრულებს.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ტერიტორია უმძიმეს მდგომარეობაში იყო, უახლოეს დღეებში კი ახლადრეაბილიტირებული პარკი გაიხსნება, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო.
„უახლოეს დღეებში ვარკეთილი 3-ში ახალ პარკს გავხსნით, რომელიც დაახლოებით, ორი ჰექტარია. ტერიტორია იყო გაპარტახებული, უმძიმეს მდგომარეობაში. იქ არ იდგა არანაირი ხე-მცენარე, თუმცა ძალიან კარგი სივრცე შეიქმნა, რომელიც ყველა იმ სტანდარტს აკმაყოფილებს, რაც ევროპის განვითარებულ ქვეყნებშია. მათ შორის, არის შადრევნები. ასევე, ძალიან ბევრი დასასვენებლი მწვანე სივრცეა მოწყობილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
აღნიშნულ მისამართზე, მოსახლეობის დახმარებით, რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. სკვერის ტერიტორიაზე მოეწყო საბავშვო და სპორტული მოედნები, საფეხმავლო ბილიკები, ძაღლების სასეირნო სივრცე, სასმელი წყლის შადრევანი და საჩრდილობლები; სრულად განახლდა გარე განათება, მოეწყო სარწყავი, სანიაღვრე და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები; დამონტაჟდა სკამები და ურნები.
რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყო შვედურ-ქართული მეგობრობის კუთხე და გამოიცვალა შიდა კომუნიკაციები. ამ დროისთვის, ტერიტორიაზე მშრალი ტიპის შადრევნის მოწყობის სამუშაოები სრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.