ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სატელევიზიო ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ქვეყანაში მშვიდობის აღსადგენად, დიდი ალბათობით, სამხედროების გამოყენება არ დასჭირდება.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, მას ძალიან სერიოზული შესაძლებლობები აქვს სიტუაციის დასტაბილურებისთვის და საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული გვარდიის გარდა სხვა რესურსების გამოყენებაც შეუძლია, თუმცა როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა „ნიუსმაქსის“ ეთერში აღნიშნა, სამხედროების გამოყენება დიდი ალბათობით საჭირო არ გახდება.
აშშ-ში უკვე ერთ კვირაზე მეტია, პოლიციის ძალადობისა და რასიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება, რომლებიც ძალადობასა და ძარცვაში გადაიზარდა. დემონსტრაციები მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.