საქართველოს ეკონომიკის კრიზისიდან სწრაფად გამოსვლის გეგმაზე პრემიერ მინისტრი კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტების წამყვან ექსპერტებთან მუშაობს
04-06-2020, 13:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

როგორ უნდა შეძლოს საქართველომ გლობალური პანდემიის დასრულების შემდეგ მსოფლიო ეკონომიკურ რუკაზე წარმატებული პოზიციონირება, რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის სწრაფი ზრდის, კონკურენტუნარიანობის და სიღარიბის დაძლევის მიმართულებით და რა იქნება მთავარი ეკონომიკური პრიორიტეტები მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, - საქართველოს მთავრობა მაღალი დონის ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე აქტიურად მუშაობს.

 

 

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიდეოკონფერენციის ფორმატში ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტების პროფესორებთან - ჰა ჯუნ ჩანგთან, კრისტოფერ კრამერთან და ჯონათან დი ჯონსთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მთავრობის მეთაურმა მსოფლიო დონის ეკონომისტებთან ერთად განიხილა, როგორ უნდა დაძლიოს საქართველომ ისეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური გამოწვევები, როგორიცაა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, სახელმწიფო ვალის მოცულობა და სხვა.

 

 

ხაზგასმით აღინიშნა, რომ მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკური ზრდა თითოეული მოქალაქისთვის ხელშესახები გახდეს. საკონსულტაციო ჯგუფი, პარტნიორი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ, სწორედ განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებთან მუშაობის მრავალწლიანი და მაღალი დონის პროფესიული გამოცდილებით შეარჩია.

 

 

მსოფლიოს ახალი ეკონომიკური გარემოს შესაბამისი გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების მიზნით, ჯგუფის წევრებმა უკვე გამართეს შეხვედრები როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

 

 

მაღალი დონის ექსპერტებისგან დაკომპლექტებული საკონსულტაციო ჯგუფი ქვეყანას კრიზისიდან გამოსვლასა და სწრაფ ეკონომიკურ გაჯანსაღებაში დაეხმარება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი