ანა დოლიძე მიმართავს პენსიონერებს „ლიბერთი ბანკთან“ დაკავშირებულ პრობლემებზე დაუკავშირდნენ მოძრაობა „ხალხისთვის“ იურისტებს
04-06-2020, 16:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მოძრაობა ხალხისთვის“, ყველა პენსიონერს, ვისაც აქვს პრობლემები „ლიბერთი ბანკთა“ დაკავშირებით, სთავაზობს უფასო იურიდიულ მომსახურებას, ამ თემაზე მოძრაობა ხალხისთვის ლიდერმა ანა დოლიძემ მოძრაობის წევრებთან ერთად საგანგებო ბრიფინგი „ლიბერთი ბანკის" სათაო ოფისთან გამართა.

 

 

“ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ ქვეყანაში ყვავის მონოპოლიები და  კარტერული გარიგებები. ერთ-ერთი მაგალითია „ლიბერთი ბანკი“, რომელიც ყვლეფს ჩვენს სახელმწიფოს და მოქალაქეებს. ჩვენი პენსიონრების ნახევარს, ანუ 417 ათას ხანდაზმულს,  აქვს ამ ბანკის სესხი და პენსიის ნახევარზე მეტს ტოვებს იქ. მეტიც, „ლიბერთი ბანკს“  ეს სესხები გაცემული აქვს 31,35%-ით. მაშინ, როდესაც საპროცენტო განაკვეთი ქვეყანაში არის ბევრად უფრო ნაკლები. პენსიონრების უმეტესობამ არც იცის ის პირობები, რომლებიც ხელშეკრულებაშია, ამიტომ რჩებიან მოტყუებულნი. ამ სიტუაციაზე არაფერს ამბობს ეროვნული ბანკი, რომლის მოვალეობაა გააკონტროლოს მსგავსი ვითარება.

 

 

და რაც მთავარია, არავინ იღებს ხმას იმის თაობაზე, რომ „ლიბერთი ბანკს“ ეს უპირატესობა მიღებული აქვს ყველანაირი ტენდერის გარეშე. იგი 10 წელზე მეტია სოციალურ პაკეტებს და პენსიებს ანაწილებს ყველანაირი ტენდერის გარეშე.  ის არის ერთადერთი მონოპოლისტი ამ სფეროში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პენსიონერის უფლება იყოს დაცული, რომ მათი ისედაც მინიმალური პენსიით არ გამდიდრდნენ ერთეულები.  

 

 

ამიტომ მოვუწოდებ ჩვენს ბებიებს და ბაბუებს, მოვიდნენ ჩვენთან,  დარეკონ ჩვენი „მოძრაობა ხალხისთვის“ ცხელ ხაზზე -  579 18 37 81, სანამ ამ მტაცებლურ დოკუმენტებს მოაწერენ ხელს. ჩვენი მოძრაობის კვალიფიციური იურისტები მათ დაეხმარებიან ყველა საეჭვო საკითხთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ანა დოლიძემ ბრიფინგზე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი