დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტად მყოფმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო BBC-ის გადაცემაში „HARDtalk“. თინათინ ხიდაშელმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ქვეყნის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქართველი საზოგადოების განწყობაზე, საქართველოსა და რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
ინტერვიუს ერთ-ერთ მონაკვეთი ნატოში საქართველოს გაწევრიანების შესაძლებლობას ეხება.
HARDtalk-ის წამყვანი: თქვენ ნატოსთან პრობლემა გაქვთ, რადგან სხვადასხვა სახის გზავნილები არსებობს. ბევრი ქვეყანა იზიარებს იგივეს, რაც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ განაცხადა – საქართველო გახდება ნატოს წევრი, როცა ყველა საჭირო მოთხოვნას დააკმაყოფილებს. არსებობს ასევე პრეზიდენტ ობამას განაცხადი, რომ არც უკრაინა და არც საქართველო ნატოს წევრები არ გახდებიან. გჯერათ თუ არა ამის?
თინათინ ხიდაშელი: მჯერა საქართველოსი. მჯერა ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატების. მჯერა ნატოსი. მჯერა, რომ ერთიანმა ევროპამ მშვიდობიანად უნდა იცხოვროს. თუ ეს ყველაფერი ერთ მიზანს ემსახურება, მაშინ მჯერა, რომ საქართველო და უკრაინა ევროპის ნაწილია. ჩვენ ვსაუბრობდით ერთიან ევროპულ მშვიდობაზე, რომელიც არ გამორიცხავს საქართველოს, უკრაინას ან მოლდოვას.
HARDtalk-ის წამყვანი: ფიქრობთ, რომ შეუსაბამოა პრეზიდენტ ობამას ან საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებები? შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნატოს გაფართოება ამ დროისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს?
თინათინ ხიდაშელი: მათი განცხადებები და შეხედულებები ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ, ასევე გვახსოვს 1990-იანი წლების ბოლოს ბევრი ქვეყნის ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ არანაირი პერსპექტივა არ არსებობს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები ახლო მომავალში ევროკავშირში გაწევრიანდნენ. რა თქმა უნდა, ეს მოსაზრება ძალიან მალე ფუნდამენტურად შეიცვალა. არა იმიტომ, რომ გარკვეული ქვეყნები ცდებოდნენ, როცა გადაწყვეტილებას იღებდნენ, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკური სიტუაცია განსხვავებული იყო. გვჯერა დღევანდელი ცვალებადი მსოფლიოსი და დღევანდელი ცვალებადი ევროპის.
დარწმუნებულები ვარ, რომ დღევანდელ ცვალებად მსოფლიოში და განსაკუთრებით დღევანდელ ცვალებად ევროპაში, ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს ამ ერთი წლის მანძილზე, სანამ ვარშავის სამიტამდე მივალთ. საქართველოს მგავს ქვეყნებს კი ამ პერიოდში მიეცემათ შესაძლებლობა, რომ მაქსიმუმი გააკეთონ მიზნის მისაღწევად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.