საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს შორის ინტენსიური კომუნიკაციაა.
„აღსანიშნავია, რომ კოვიდპანდემიის პერიოდში საქართველოს ხელისუფლებას აქვს ინტენსიური კომუნიკაცია სომხურ მხარესთან. რამდენიმე დღის წინ შედგა პრემიერ-მინისტრების, გიორგი გახარიასა და ნიკოლ ფაშინიანის სატელეფონო საუბარი. კომუნიკაცია ასევე ხორციელდება ცალკეული მინისტრების დონეზეც. დღეს, საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ინფორმაცია გაცვალეს „კოვიდ-19“-ის პანდემიის მხრივ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზე. დავით ზალკალიანმა სომხეთში „კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო სოლიდარობა გამოუცხადა სომხურ მხარესა და საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გამოთქვა დახმარების აღმოჩენის მზაობა“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.