მესტიის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სათანადო დახმარების გაწევა წარმოადგენს, აცხადებენ მესტიის მერიაში.
მათივე ცნობით, აღნიშნული კუთხით წლების განმავლობაში გნხორციელდა სხვადასხვა სახის პროექტი და შემუშავდა პროგრამები, რომლის მიხედვითაც მიმდინარეობს მათთვის შესაბამისი სერვისების გეგმაზომიერი მიწოდება.
მესტიის მუნიციპალიტეტის აქტიური ჩართულობითა (მათ შორის ფინანსური) და ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, 2019 წლიდან დაბა მესტიაში ფუნქციონირებს კახა ფალიანის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბენეფიციარებსა და მათ ოჯახებს უსასყიდლოდ სთავაზობს შშმ ბავშვთა დღის ცენტრის, ადრეული განვითარების, ხანდაზმულთა და შშმ პირთა შინმოვლისა და რეაბილიტაცია-სამკურნალო მასაჟის პროგრამებს. გარდა ამისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც ცენტრში პროფესიულ ვიზიტებს ახორციელებენ სხვადასხვა მოწვეული, მათ შორის უცხოელი სპეციალისტები და თითოეულ მათგანს ეძლევა შესაძლებლობა ისარგებლოს არსებული რესურსით.
სარეაბილიტაციო ცენტრში არსებული თითოეული მომსახურება/სერვისი ორიენტირებულია როგორც ბენეფიციართა განვითარებაზე, აბილიტაციაზე და მათ სოციალურ ინტეგრაციაზე, ასევე ოჯახებისთვის მხარდამჭერი სისტემის შექმნასა და პრევენციული მექანიზმების გაძლიერებაზე.
აღნიშნული პროგრამები ხელმისაწვდომია მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ნებისმიერი ბენეფიციარისთვის სამიზნე ჯგუფისა და ასაკობრივი კრიტერიუმების გათვალისწინებით, თუმცა, როგორც მესტიის მერიაში ამბობენ, ზოგიერთი ბენეფიციარის ოჯახი უარს აცხადებს არსებული პროგრამების მიღებაზე, სარეაბილიტაციო ცენტრთან თანამშრომლობაზე და ავრცელებს ინფორმაციას, რომ მუნიციპალიტეტში სათანადო რესურსების არარსებობის გამო, მას არ აქვს სოციალური პროგრამებით სარგებლობის, განვითარების, რეაბილიტაციისა და აბილიტაციის შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ სტუმრობდნენ ცენტრს, განხორციელდა შეფასება და შედგა ინდივიდუალური პროგრამები. თითოეულ მათგანს ჰქონდა შესაძლებლობა გაცნობოდა ცენტრში მომუშავე სპეციალისტებსა თუ არსებულ პროგრამებს.
„დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში, COVID-19-თან დაკავშირებული მოვლენების გათვალისწინებით, დახმარება გაეწია მუნიციპალიტეტში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს. კერძოდ, უზრუნველყოფილი იქნა მათი დახმარება საკვები პროდუქტებითა და ჰიგიენის საშუალებებით, ხოლო დისტანციური სწავლების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, ბენეფიციარებს გადაეცათ მობილური ტელეფონები (სმარტფონები) და მათთვის ხელმისაწვდომი გახდა ინტერნეტი.
მესტიის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, სარეაბილიტაციო ცენტრი კვლავ განაგრძობს პროგრამების განხორციელებას და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს მიიღოს სრულყოფილი და ადეკვატური მომსახურება, ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად“, აცხადებენ მესტიის მერიაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.