თუ ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის სასიკეთო გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ, არის იმის საშიშროება, რომ ქართულ პარლამენტში პრორუსული ძალები მოვიდნენ გადამწყვეტი ხმის უფლებით, ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა BBC -ზე გადაცემა HARDtalk -ში განაცხადა. გთავაზობთ ინტერვიუს აღნიშნულ ფრაგმენტს, რომლის თარგმანსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
HARDtalk -ის წამყვანი: დრო ნელა გადის და საქართველო ვერ იმკის შედეგს. თქვენ გყავთ ისეთი ადამიანები, როგორიცაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერი გია ნოდია. მისი განცხადებით, ბევრი ქართველი ევროპას სუსტ პოლიტიკურ მოთამაშედ აღიქვამს, მაშინ როცა, პუტინი ყოვლის შემძლედ გამოიყურება. ხალხი ფიქრობს, რომ ევროპისგან არანაირი სარგებელი არ არის და რა აზრი აქვს რუსეთთან წინააღმდეგობის გაგრძელებას.
თინათინ ხიდაშელი: ვარშავის სამიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, რადგან მას საქართველოში 2016 წელს დაგეგმილი არჩევნები ემთხვევა. თუ ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის სასიკეთო გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ, არის იმის საშიშროება, რომ ქართულ პარლამენტში პრორუსული ძალები მოვიდნენ გადამწყვეტი ხმის უფლებით. ეს მოლოდინი ნამდვილად არსებობს და ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვებიც ამაზე მიანიშნებენ. ეს არის დემოკრატია, თუმცა წინამორბედებისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვკრძალავთ პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში და არ ვიჭერთ პოლიტიკურ ოპონენტებს.
საქართველოში არ შეიმჩნევა რუსეთის მომხრეთა რაოდენობის ზრდა. რაც საქართველოში ხდება, ეს არის რწმენის დაკარგვა ევროკავშირისა და ნატოს მიმართ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო რუსეთის მომხრეთა რიგებში ეწერება. ეს ორი ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავებული საკითხია. ჩემი თაობა, რომელიც უმთავრეს სამუშაო ძალასა და საარჩევნო მასას წარმოადგენს საქართველოში, ის ხალხია, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს რუსული აგრესია, რუსული აგრესიის შესახებ წიგნებში არ წაუკითხავთ და სკოლაში არ უსწავლიათ. თითქმის ყველა ქართულმა ოჯახმა დაკარგა ოჯახის წევრი ბოლო 25 წლის განმავლობაში, მათ რუსი ჯარისკაცები კლავდნენ. სწორედ ამიტომ, საქართველოში არასდროს არ დაუჭერენ მხარს რუსეთს, ევრაზიის კავშირსა თუ მსგავს ორგანიზაციებში საქართველოს გაწევრიანებას. თუმცა, როგორც აღვნიშნე, სკეპტიციზმი ევროკავშირისა და ნატოს მიმართ ძალიან მაღალია. არსებობს ბევრი კითხვა იმასთან დაკავშირებით, მიიღებენ თუ არა საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.