საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია იწყებს ყოვლისმომცველ კვლევას, რომლის მიზანია პანდემიის მართვის „ქართული პრაქტიკის" შესწავლა, განვლილ გზაზე პრობლემების იდენტიფიცირება და მზაობის უზრუნველყოფა სამომავლოდ განმეორებითი ფორს-მაჟორის უფრო ეფექტურად მართვისთვის. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
კვლევა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა კრიზისების მართვის კუთხით არსებული სამართლებრივი რეგულაციები და მათი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან, ადამიანის უფლებები პანდემიის დროს, ანგარიშვალდებულება, გამჭირვალობა, კრიზისული ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა და სხვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.