თვითმხილველის დავით ცინცქილაძის ინფორმაციით, ვარკეთილში მამაკაცმა შვილებთან კონფლიქტის შემდეგ, მათი დაშინების მიზნით, იატაკის მიმართულებით გაისროლა. როგორც მან აღნიშნა, მამაკაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არის.
„დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა. მე ვესაუბრე ამ მამაკაცის ქალიშვილს. ეს ბატონი ფხიზელ მდგომარეობაში არის არაჩვეულებრივი პიროვნება, ძალიან კარგად ხასიათდება, მაგრამ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ხდება არაადეკვატური. დღესაც ანალოგიური შემთხვევა მოხდა, სახლში იმყოფებოდა ოჯახის სამი წევრი, მოძალადე მამაკაცი და მისი 16 წლის და 23 წლის შვილები. ბავშვებთან დაიწყო კონფლიქტი და მათი დაშინების მიზნით, რეგისტრირებული იარაღით გაისროლა იატაკის მიმართულებით და შემდეგ ჰაერში. შემდეგ ჩაიკეტა სახლში და არ ეკონტაქტება არავის“, – აცხადებს თვითმხილველი.
მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ აღნიშნული პიროვნება ოჯახის წევრებზე წარსულშიც ძალადობდა.
„მის მიმართ იყო გამოწერილი შემაკავებელი ორდერიც. შემაკავებელი ორდერის დროს ის დამშვიდებული იყო, როცა ვადა გაუვიდა ამ ორდერს, მამაკაცს სძლია ცდუნებამ, ისევ ალკოჰოლს მიეძალა და მოახდინა ის, რაც მოახდინა“, – აცხადებს თვითმხილველი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.