[ვიდეო] ვარკეთილის 3-ის IIIა მიკრორაიონში არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა
05-06-2020, 23:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვარკეთილის 3-ის IIIა მიკრორაიონში, N325 კორპუსის მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა.

 


დასრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემთბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყელამაძესთანდა მერის მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად დაათვალიერა.

 


„ვარკეთილის 3-ის IIIა მიკრორაიონში ძალიან კარგი პროექტის განხორციელება დავასრულეთ. ეს არის რეკრეაციული სივრცე, რომელიც გაუბედურებული იყო. ჩვენ მისი რეაბილიტაცია გასულ წელს დავიწყეთ. დაახლოებით, 15 ათას კვადრატულ მეტრზე მოვაწყეთ ძალიან კარგი მწვანე სივრცე, შადრევნებით, სპორტული მოედნებით, საბავშვო ატრაქციონებით, დასასვენებელი სივრცეებით. ყველა თაობის ადამიანისთვის არის შესაბამისი სივრცე. რაც ძალიან მნიშვნელოვანია,მოეწყო სარწყავი სისტემები, დაირგო ახალი ხე-მცენარეები. ახლა მთავარია, ამ ყველაფერს მოვუფრთხილდეთ. ჩვენი მიდგომაა, რომ ქალაქში რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული სივრცე გაჩნდეს, რათა დავეხმაროთ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 


აღნიშნულ მისამართზე, მოსახლეობის დახმარებით, რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. სკვერის ტერიტორიაზე მოეწყო საბავშვო და სპორტული მოედნები, საფეხმავლო ბილიკები, ძაღლების სასეირნო სივრცე, სასმელი წყლის შადრევანი და საჩრდილობლები; სრულად განახლდა გარე განათება, მოეწყო სარწყავი, სანიაღვრე და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები; დამონტაჟდა სკამები და ურნები.

 


სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო შვედურ-ქართული მეგობრობის კუთხე და გამოიცვალა შიდა კომუნიკაციები. ასევე, განთავსდა მშრალი ტიპის შადრევანი. აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 15 000-მდე კვადრატულ მეტრს შეადგენს, 500-მდე ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი დაირგო. ამასთან, ჰიდროთესვის პრინციპით, დაითესა ბალახი და განხორციელდა ნიადაგის მულჩირების სამუშაოები.

 


ახლადრეაბილიტირებულ სკვერში თბილისის მერთან ერთად, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, ასევე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე და საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი