(GUARDIAN.GE) - „მე არ მინდა ბლოკი გიგა ბოკერიასთან და არ მინდა ერთობა შალვა ნათელაშვილთან იმიტომ, რომ ეს არ არის ერთობა. ეს არის მოჩვენებითი ერთობა“, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარასკევს, ტელეკომპანია „კავკასიას“ ეთერში, გადაცემა „სპექტრში“ სტუმრობისას.
მან აღნიშნა, რომ დღეს გაერთიანებულ ოპოზიციაში „მოჩვენებითი ერთობა“ სუფევს, მაგრამ თუკი „რეალურ ერთობას“ ექნება ადგილი, მაჟორიტარულ ოლქებში „ძალიან ბევრ პირველ ტურს“ მოიგებენ და „პირველ ტურში ოპოზიციური ჯამური ხმები მნიშვნელოვნად მეტი იქნება, ვიდრე „ქართული ოცნების“.
მისი თქმით, მომავალ პარლამენტში ბიძინა ივანიშვილთან რაიმე ფორმით თანამშრომლობა და კოალიციის შექმნა გამორიცხულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.