22 სექტემბრის 12:00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 36 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, მათ შორის – 14 ათას ტონამდე რქაწითელი, 16 ათას ტონამდე საფერავი, 1,4 ათას ტონამდე კახური მწვანე და 5 ათას ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი – ინფორმაციას ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
“კახეთის რეგიონში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 21 მლნ ლარს მიაღწია. კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია შესული – განვლილი 24 საათის განმავლობაში 6 ათას ტონამდე მეტი ყურძენი გადამუშავდა, რაც მიმდინარე რთვლის სეზონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
რთველი კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენია გადამუშავებულია შემდეგ მუნიციპალიტეტებში: გურჯაანის – 11,5 ათას ტონამდე, ყვარლის – 7,5 ათას ტონამდე და თელავის – 5,6 ათას ტონამდე. კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 60 კომპანია, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 14 ღვინის საწარმო.
რთვლის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობს „ცხელი ხაზი“: 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტსაიტი: www.rtveli2015.gov.ge.“,-აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.