სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებსაც კორონავირუსის არსებობის არ სჯერათ და აცხადებს, რომ ქვეყანა „უკვე ჯოჯოხეთში“ იმყოფება, თუმცა არ მიუღწევია ჰუმანიტარული კატასტროფისთვის.
„ამბობენ, რომ ეს სიცრუეა, რომ კორონავირუსი არ არსებობს და მთავრობა ციფრებს იმიტომ აქვეყნებს, რომ დახმარება მიიღოს. თითქოს, ჩვენი ხელისუფლება ასე ხშირად ითხოვდეს დახმარებას საჭიროების გარეშე. რა თქმა უნდა, კორონავირუსის შესახებ ბევრი რამ სულ ცოტა ხნის წინ გავიგეთ, ჩვენთვის უფრო სასარგებლო იქნებოდა, რომ უფრო ადრე გაგვეგო საზოგადოების დამოკიდებულება ვირუსთან დაკავშირებით.
ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ, თუმცა არ მიგვიღწევია ჰუმანიტარული კატასტროფისთვის. შეგვიძლია, ეს ჯოჯოხეთი გავიაროთ ჰუმანიტარული კატასტროფის გარეშე“, – განაცხადა ბრიფინგზე ნიკოლ ფაშინიანმა, როგორც ამას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ იტყობინება.
მან თქვა, რომ ქვეყანაში ამჟამად ჰოსპიტალიზაციის რიგს კორონავირუსით ინფიცირებული 200-მდე პაციენტი ელოდება. სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში იყო შემთხვევა, როდესაც „კოვიდ-19“-ით ადამიანი სამედიცინო დახმარების დაგვიანების გამო გარდაიცვალა.
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 13 000-ს გადააჭარბა, გარდაცვლილია 200-მდე ადამიანი.
კორონავირუსითაა ინფიცირებული თავად ნიკოლ ფაშინიანი და მისი ოჯახის ყველა წევრი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.