ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა მოლდოველი ოლიგარქის, პლახატნიუკის ბედი გაიზიაროს და მისივე მსგავსად აღმოჩნდეს სანქცირებული და გაღარიბებული
07-06-2020, 16:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი „რაღაცა ფოკუსის“ ჩატარებას შეეცდება, მაგრამ მან შესაძლოა მოლდოველი ოლიგარქის, პლახატნიუკის ბედი გაიზიაროს და მისივე მსგავსად აღმოჩნდეს სანქცირებული.

 

 

„არჩევნების გაყალბებას არავინ არ გადაყლაპავს. პირველ რიგში, ამ ტიპის სახელმწიფოებში ლეგიტიმაციას ასევე დიდწილად იძლევა საერთაშორისო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორები... ბიძინა ივანიშვილს რა თქმა უნდა, ენდომება, თუკი დარწმუნდება საბოლოოდ რომ თეორიული შანსის აღარ აქვს, რაღაცა ფოკუსი ჩაგვიტაროს, მაგრამ მოლდოვის ოლიგარქი პლახატნიუკი არის ნათელი მაგალითი, რომლისგანაც აღარაფერი აღარ დარჩა და ერთ დღეში კაცი გახადეს პრაქტიკულად ისეთივე ღარიბი, როგორიც არის ამ ქვეყანაში მცხოვრები აბსოლუტური უმრავლესობა - სანქციები დაუწესეს, დამთავრდა, ხელისუფლება ხელისუფლებად დაკარგა და ა.შ“, განუცხადა „რუსთავი 2“-ს ნიკა მელიამ.

 

 

მანვე თქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭს მაჟორიტარად ან ზუგდიდში ან თბილისში იყრის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი