პრემიერი ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთში შესაძლოა, 100 000-ზე მეტი ადამიანი იყოს კორონავირუსით ინფიცირებული
07-06-2020, 17:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში შესაძლოა, უკვე 100 000-ზე მეტი ადამიანი იყოს კორონავირუსით ინფიცირებული.

 


„ზოგიერთი ანალიზი გვიჩვენებს, რომ სომხეთში ახლა „კოვიდ-19“-ით 100 000-ზე მეტი ადამიანი არის ინფიცირებული. ამ დასკვნამდე მივედით ლეტალური შედეგებისა და ინფიცირებულთა დადგენილი რაოდენობიდან გამომდინარე“,- წერს ფაშინიანი „ფეისბუქზე“.

 


ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთში „კოვიდ-19“-ის 766 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა ათი ადამიანი. საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 13,130 შემთხვევა დასტურდება. ვირუსმა უკვე 200 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 

 

კორონავირუსითაა ინფიცირებული თავად ნიკოლ ფაშინიანი და მისი ოჯახის ყველა წევრი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი