სამგორის გამგეობა რაიონში დასასვენებელი სივრცეების მოწყობას აქტიურად განაგრძობს. მათ შორის, ვარკეთილის მეორე და მესამე მიკრორაიონებში მასშტაბური პროექტები ხორციელდება.
მეორე მიკრორაიონშიგახოკიძის ქუჩიდან ალექსიძის ქუჩამდე და მესამე მიკრორაიონში N312 კორუსიდან N179 საჯარო სკოლამდე ჯამში, 28 950 კვ.მ ფართობზე, მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცეები ეწყობა. მიმდინარე სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ მოადგილესთან, სოსო ბურდულაძესთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში, რეკრეაციული სივრცის მოწყობა ვარკეთილის მეორე მიკრორაიონში 18 200 კვ.მ ფართობზე, ხოლო მესამე მიკრორაიონში 10 750 კვ.მ ფართობზე ხდება. ტერიტორიაზე განთავსდება ატრაქციონები, დასასვენებელი პავილიონები, საბაღე სკამები და ურნები. მოეწყობა გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ქვებით მოპირკეთდება, კიბეებზე მოეწყობა სპეციალური პანდუსი შშმ პირთათვის. ასევე, ჰიდროთესვის პრინციპით გამწვანდება 12 700 კვ.მ ფართობი ტერიტორია.
პროექტების შესასრულებლად სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 544 316 ლარი გამოიყოფა. სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია „ქართლი“ ასრულებს. რეკრეაციული სივრცეები მიმდინარე თვის ბოლოს გაიხსნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.