სურიკ ბაბოიანი: მაშინ როცა სომხეთში ურთულესი მდგომარეობაა და კორონავირუსით 13 000-ზე მეტი ინფიცირებულია გამოვლენილი, საქართველოში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო ვითარებაა და ეს მთავრობის და ექიმების დამსახურებაა
07-06-2020, 19:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სურიკ ბაბოიანი აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის მართვის თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მდგომარეობაა და მისი შეფასებით, ეს ხელისუფლების და ექიმების ერთობლივი დამსახურებაა.

 

 

 


ყველა ვუყურებთ რაც ხდება მსოფლიოში. შორს წასვლა არ არის საჭირო. აგერ, მეზობელ სომხეთში არსებული მდგომარეობაც კმარა საკითხის შესაფასებლად. დღეს იქ უკვე 13 000-ზე მეტი ინფიცირებულია გამოვლენილი და ყოველდღიურად ძალზე სწრაფად იზრდება ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა. მხოლოდ ბოლო ერთი დღე-ღამის განმავლობაში, მაგალითად, 760-ზე მეტი ახალი ინფიცირებულია სომხეთში გამოვლენილი, საქართველოში კი, როგორც დღეს დილით მოვისმინე, მხოლოდ ერთი. ასევე ცუდად არის საქმე რუსეთში, სადაც ჩემი ნათესავები ცხოვრობენ. საქართველოში, მადლობა ღმერთს, ჩინებულად მიდის საქმე. ეს ჩემი აზრით, მთავრობის მიერ გატარებული მკაცრი ზომების და ასევე ექიმების დამსახურებაა. დროულად რომ არ ჩაეკეტათ საზღვრები, არ გამოეცხადებინათ საგანგებო მდგომარეობა, არ დაეწესებინათ კომენდანტის საათი, არ შეეჩერებინათ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა და არ დაეწესებინათ მთელი რიგი სხვა შეზღუდვები, ვფიქრობ, დღეს ქვეყანაში ძალიან მძიმე სურათი იქნებოდა“, უთხრა GUARDIAN.GE-ის სურიკ ბაბოიანმა რუსულ ენაზე.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩივთქილისა)

 


იგი განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს ექიმების მიმართ და ამბობს, რომ საქართველოს მაღალი დონის მედპერსონალი ჰყავს.

 


„ჩვენი ექიმები დიდი პროფესიონალები არიან. თავად მომიწია რამდენიმე წლის წინ თბილისში ოპერაციის გაკეთება და ამაში პირადად დავრწმუნდი. არაფერს ვიტყვი მათ დღევანდელ ღვაწლზე. ყველანი ვუყურებთ, როგორი თავდადებით ემსახურებიან ისინი პაციენტებს“, აღნიშნა ბაბოიანმა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი