„ნაციონალების“ ხელისუფლებაში მოშვება არ შეიძლება, რადგან ისინი უარესს გააკეთებენ, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბრისას განაცხადა.
„უგულავასთან დაკავშირებულმა პროცესმა დაგვანახა, რომ საზოგადოება არ არის „ნაციონალების“ მომხრე და არის ყველა იმ ნაბიჯის მომხრე, რომელიც „ნაციონალების“ გაძლიერებას არ დაუშვებს. თუ სასამართლო უგულავას არ შეაბრუნებდა ციხეში, ხელისუფლების მიმართ საზოგადოების რისხვა არ იქნებოდა ისეთი, როგორიც ამას წინათ იყო ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, თუმცა საგრძნობლად დააკლდებოდა ხმები ამ მიზეზით „ქართულ ოცნებას“- განაცხადა პოლიტოლოგმა.
რამაზ საყვარელიძის თქმით, თუ უგულავას პრეზიდენტი შეიწყალებს, ეს მისი მხრიდან გონივრული ნაბიჯი არ იქნება.
„არ ვისურვებდი, რომ მარგველაშვილს ეს ნაბიჯი გადაედგა, რადგან საკმაოდ მიმზიდველი პოლიტიკური ფიგურაა. თუკი ის დაუახლოვდება „ნაციონალებს“, პოლიტიკისთვის დაიკარგება და მე არ ვისურვებდი, რომ დაიკარგოს“ - აცხადებს საყვარელიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.