აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობაში მყოფმა საინფორმაციო-ანალიტიკურმა პორტალმა Newtimes.az-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით, “აშშ-ს ჩე გევარა”, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ეხება.
ანალიტიკური პორტალი პარალელებს ავლებს ჩე გევარასა და მიხეილ სააკაშვილს შორის და წერს, რომ დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორი სააკაშვილი ფაქტობრივად ცდილობს პოსტსაბჭოთა სივრცეში რევოლუციებისა და აჯანყებების გამამხნევებლის როლი ითამაშოს. ამავე დროს, ჩე გევარასგან განსხვავებით, სააკაშვილისთვის მხარდამჭერისა და მფარველის ფუნქციას აშშ ასრულებს.
სტატიაში საკმაოდ დაწვრილებით არის მოყოლილი სააკაშვილის ბიოგრაფია, ხოლო მისი განათლება აშშ-ს უნივერსიტეტებში განხილულია, როგორც აშშ-ს მიერ კადრების მომზადების მექანიზმის მაგალითი. გამოხატულია მკაფიო მოსაზრება, რომ სააკაშვილი ვაშინგტონის მიერ პოსტსაბჭოთა სივრცეში დაგეგმილი ფერადი რევოლუციების შემსრულებელი და პროპაგანდისტი არის.
სტატიის მიხდვით, აშშ-ს გეგმის ძირითადი ნაწილი სწორედ არსებული რეჟიმების შეცვლაა, რომელიც საქართველოში წარმატებით განახორციელა სააკაშვილმა. განსაკუთრებული ხაზი ესმება, ძირითადად, ახალგაზრდებიდან და სტუდენტებიდან შედგენილი არასამთავრობო ორგანიზაციების როლს, რომლებიც ასევე ფინანსდებიან და იმართებიან აშშ-სა და დასავლური ფონდებისა და ინსტიტუტების მიერ. მათ შორისაა სოროსის „ღია საზოგადოების ინსტიტუტი“, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და ა.შ.
სტატიაში გამოტანილია დასკვნა, რომ დასავლეთსა და აშშ-ს ამოძრავებს მხოლოდ საკუთარი ინტერესები და სხვა ქვეყნებისათვის აღზრდილი ლიდერები და პოლიტიკური კადრები არა საკუთარ ქვეყნებს, არამედ აშშ-ს მიზნებს ემსახურებიან. ეს კადრები ერთ ადგილას თავისი ფოუნქციის შესრულების შემდეგ, როგორც “გამოცდილი მოთამაშენი” მსგავსი დავალებებით სხვა ადგილებში გადაიგზავნებიან.
აღსანიშნავია, რომ ამ სტატიის გამოქვეყნება ემთხვევა აზერბაიჯანსა და დასავლეთს შორის ისედაც რთული ურთიერთობების დაძაბვას და ევროპარლამენტის მიერ აზერბაიჯანთან დაკავშირებით მიღებულ მკაცრ რეზოლუციას.
რამდენიმე დღის წინათ კი აზერბაიჯანში დაკავებული იყვნენ ოპოზიციონერი ჟურნალისტები, ხოლო პრეზიდენტის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმეთა მრჩეველი, ალი ჰასანოვი ადანაშაულებდა აზერბაიჯანში მოქმედ უცხო მედიას, მათ შორის “ამერიკის ხმის” წარმომადგენლებს, არაკანონიერ საქმიანობაში.
tvfree.ge
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.