მთავრობის დადგენილებით, სარკინიგზო მიმოსვლა 15 ივნისიდან განახლდება. საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ კომპანია მზად არის, მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანისთვის და ჯანდაცვის სამინისტროს დაწესებული რეგულაციების შესრულებისთვის.
მათივე განმარტებით, კარანტინის პერიოდში კომპანია სრულად ითვალისწინებდა და იცავდა „კოვიდ-19“-თან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას.
„15 ივნისიდან ამოქმედებული მგზავრობის ინსტრუქცია კი შემდეგია: მგზავრები გაივლიან თერმოსკრინინგს; მათ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია; ვაგონში შესვლისთანავე უნდა გაიარონ დეზობარიერი; ხელები უნდა დაიმუშაონ დისპენსერებში არსებული სადეზინფექციო ხსნარებით; მატარებელში არ დაიშვებიან პირბადეების გარეშე; მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება“,- აცხადებენ რკინიგზაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.