"რომ არა ქართველი ემიგრანტები, ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას სერიოზული საფრთხე დაემუქრებოდა", ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი ეკონომისტი, პრეზიდენტ შევარდნაძის ეკონომიკური მრჩეველი, თემურ ბასილია აცხადებს.
"საქართველოს მასშტაბისთვის უზარმაზარი თანხა - 6.2 მილიარდი (!) აშშ დოლარი გადმორიცხეს ემიგრანტებმა საქართველოში ბოლო 5 წლის განმავლობაში, 2011-2015 წლებში. თვალსაჩინოებისთვის შეიძლება ვნახოთ, რომ იმავე პერიოდში საქართველოში საზღვარგარეთიდან პირდაპირი ინვესტიციები დაახლოებით 30 %-ით ნაკლებია (!) ქართველი ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხებზე და იგი 4.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
რა თქმა უნდა, ქართველი ემიგრანტები თავიანთი შემოსავლების ნაწილს უგზავნიან თავიანთ ოჯახებსა და ახლობლებს, რომელთათვის ეს საკმაოდ დიდი შემოსავალია; ბევრი ოჯახი საქართველოში სწორედ ასეთი გზავნილების ხარჯზე ცხოვრობს. ამავე დროს, როგორც უკვე ვნახეთ, ემიგრანტების ფინანსური გზავნილები ქვეყანაში ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა. რომ არა ქართველი ემიგრანტების ფინანსური გზავნილები, საქართველოს ეკონომიკა კიდევ უფრო მწვავე პრობლემების წინაშე იქნებოდა - მკვეთრად შემცირდებოდა ქვეყნის სავალუტო რეზერვები, საფრთხის ქვეშ დადგებოდა ისედაც მყიფე მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ქვეყანა დადგებოდა ჰიპერინფლაციის საფრთხის წინაშე და ლარის გაუფასურებაც საგანგაშო ზღვარს მიუახლოვდებოდა.
ცნობისთვის, 2011 წელს ემიგრანტების ფინანსურმა გზავნილებმა 1.27 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, 2012 წელს – 1.33 მილიარდი აშშ დოლარი, 2013 წელს – 1.48 მილიარდი აშშ დოლარი, 2014 წელს - 1.44 მილიარდი აშშ დოლარი, 2015 წლის 8 თვეში - 714 მილიონი აშშ დოლარი. (ციფრები აღებულია ეროვნული ბანკის ვებ გვერდიდან)", წერს სოციალურ ქსელ Facebook-ზე თემურ ბასილია.

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.