პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ პარტიის რიგები დატოვა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.
„მივიღე გადაწყვეტილება „ლელოს“ რიგებიდან გამოსვლის შესახებ.
არ ვაპირებ რაიმე განცხადებების გაკეთებას იმ ჯგუფის წინააღმდეგ, რომლთანაც თუნდაც რამდენიმეთვიანი ურთიერთობა და თანამშრომლობა მაკავშირებს. ნურავინ შეიწუხებს თავს ამ თემაზე ჩემი დაკითხვის მცდელობით.
სხვა საკითხებთან დაკავშირებით კი, როგორც ყოველთვის, მზად ვარ სასაუბროდ - თავისუფლად და კონიუქტურის გათვალისწინების გარეშე.
ღრმად მწამს, რომ პოლიტიკა არის საინტერესო და მნიშვნელოვანი, განზე დგომა და „იყო სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნო“ მიუღებელია ჩემთვის, ან, როგორც ჰაინრიხ ბიოლი იტყოდა „ჩარევა სასურველია“. ასე რომ, განვაგრძობ ჩემს ინდივიდუალურ ჩარევის გზას“ - წერს ლაშა ბაქრაძე Facebook-ზე.
„ლელოს“ დამუძნებელმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ 6 ივნისს განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ჩანაწერი „კარგად არის განსაზღვრული და გადახედვა არ სჭირდება". ხაზარაძის აზრით, საქართველოში უმცირესობების უფლებები ძალიან კარგად არის დაცული. მანვე თქვა, რომ ეკლესიისათვის ტყეების გადაცემა პრობლემად არ მიაჩნია, რადგან ფიქრობს, რომ ეკლესია მას კარგად მოუვლის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.