ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსა და მათ ოჯახებზე ზეწოლის ფაქტებს განცხადებით ეხმაურება.
"ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსა და მათ ოჯახებზე ზეწოლა ხორციელდება, მათ სახლებთან აქციებისა და პიკეტების ჩატარების გზით.
დემოკრატიის პირობებში, საკონსტიტუციო სასამართლოს ამოცანა ქვეყანაში კონსტიტუციის უზენაესობის უზრუნველყოფაა. მისი გადაწყვეტილებები საბოლოოა და სავალდებულოა შესასრულებლად იმ სახელმწიფოში, რომელიც კანონის უზენაესობას სცემს პატივს.
ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებას არ შეუძლია, აღნიშნულ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში კრიტიკული ხედვა ჰქონდეს. თუმცა, ასეთი კრიტიკის გამოხატვა კორექტული და კანონიერი გზით უნდა გამოიხატებოდეს. მოსამართლეებისა და მათი ოჯახების პირად ცხოვრებას ყველა უნდა სცემდეს პატივს.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საჭირო ზომებს მიიღებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისა და მათი ოჯახების რაიმე დევნისგან დასაცავად", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ვენეციის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.