ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან სამი დაინფიცირებული მედპერსონალი ბოჭორიშვილის კლინიკიდანაა. როგორც სოლოღაშვილმა აღნიშნა, სამივეს მდგომარეობა, ამ ეტაპზე, სტაბილურია
"ჩვენს ბოქსირებულ სექტორში 54 პაციენტი მკურნალობს, აქედან კოვიდით არის 25 პაციენტი, 4 პაციენტი 18 წლამდე პირია, სამი დაინფიცირებული მედპერსონალი ჩვენი კლინიკიდანაა. ჩვენ მოგვიწია სამწუხაროდ არაადეკვატურ ერთ-ორ პაციენტთან ურთიერთობა, რომლებსაც პერსონალთან პირადი შეხება ჰქონდათ. არ გვეკარებოდა ამ დროს პოლიცია, თუმცა მე მათიც მესმის, ამ ყველაფრიდან გამომდინარე დაინფიცირდა ჩვენი სამი მედპერსონალი.
მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უბრალოდ მაღალი ტემპერატურა აქვთ. სკრინინგის შედეგად გამოვლინდა ეს ახალი შემთხვევები.
ჩვენი ბოქსირებული კლინიკის მედპერსონალი განსწავლულია, როგორ უნდა მოიწყონ თვითიზოლაცია. ახლა მოდუნების დრო არ არის.
ვინაიდან ნაკადების იზოლირება ხდებოდა, მედპერსონალის გადადების შანსები ძალიან მცირეა. ეს სამი დაინფიცირებული ერთი ცვლის მედპერსონალია,"- განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.