ქართველი სამხედროები RSM-სთვის მზადების ბოლო ეტაპს გერმანიის ნაცვლად საქართველოში გადიან
09-06-2020, 11:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე მტკიცე მხარდაჭერის მისიის (RSM) გადასროლისწინა მომზადების ამოცანის რეპეტიციის წვრთნა (MRE), ამერიკელ სამხედროებთან ერთად, წელს პირველად საქართველოში ტარდება. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საერთაშორისო მისიისთვის მზადების ბოლო ეტაპს გერმანიაში გადიოდნენ, სადაც მათი საბოლოო შეფასება ხდებოდა, დღეს კი, აღნიშნული წვრთნები უკვე საქართველოს თავდაცვის ძალების ბაზაზე ტარდება. აღნიშნული სწავლების საქართველოში ჩატარება ადასტურებს საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს სტარდარტებთან თავსებადობის მაღალ ხარისხს და ცხადყოფს, რომ საქართველოს გააჩნია რესურსიც და შესაძლებლობაც, რომ საერთაშორისო დონის წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე წარმატებით ჩაატაროს.

 

 

საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის მისაღებად პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონი ემზადება. დღეს, ვაზიანში 3 სასწავლო ზოლი მოეწყო - პირველმა ქვედანაყოფმა კორდონისა და ჩხრეკის ოპერაცია შეასრულა, მეორე ქვედანაყოფი ბაზის დაცვაზე იყო პასუხისმგებელი, ხოლო მესამე ქვედანაყოფი დაშავებულების გამოყვანა-გადარჩენას უზრუნველყოფდა. დასკვნით წვრთნებში, რომელიც 4 თვიანი ინტენსიური მომზადების ბოლო კომპონენტია, მონაწილეობას დაახლოებით 600 სამხედრო მოსამსახურე იღებს. შეფასდება წვრთნისა და სწავლების თითოეული ეტაპი, რაც საბოლოოდ განსაზღვრავს ქვედანაყოფის მისიის შესრულებისთვის მზადყოფნის დონეს. სწავლება 5 ივნისს დაიწყო და 15 ივნისს დასრულდება.

 

ავღანეთში გადასროლისწინა მომზადების ჩატარებას უზრუნველყოფს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაცია - სამშვიდობო ოპერაციების წვრთნების ცენტრი (PKOTC) ერთობლივად, ორმხრივ ფორმატში, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის (USMC) წარმომადგენლებთან. დღემდე, გადასროლის პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 18,000-მა ქართველმა სამხედრომ გაიარა შესაბამისი წვრთნა და ამერიკელებთან ერთად იმსახურა ISAF-ისა და RSM-ის ოპერაციებში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი