ივანე მაჭავარიანი: „უცხოეთიდან მისაღები 1.5 მლრდ დოლარიდან 850 მილიონი უკვე ხელმოწერილია, წლის ბოლომდე თითქმის მთლიანი თანხა ჩამოვა“
09-06-2020, 12:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უცხოეთიდან მისაღები 1.5 მილიარდი დოლარიდან ამ ეტაპზე 850 მილიონზე ხელშეკრულებები ხელმოწერილია, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაციის შემდეგ მედიის კითხვის საპასუხოდ, რა თანხები მიიღო დონორებისგან უკვე საქართველომ.

  

 

„1.5 მილიარდიდან ამ ეტაპზე 850 მილიონი არის ხელმოწერილი, ნაწილი ჩამოსულია, ნაწილი ხელმოწერილია, რატიფიცირებას გადის ამ კვირაში და უახლოეს კვირებში ჩამოვა, ეს არის 850 მილიონი. დანარჩენის შემთხვევაში ხელშეკრულებებზე მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ უკვე ივნისი-ივლისის განმავლობაში, რაც ხელმოწერილია, ის ჩამოვა. წლის ბოლომდე თითქმის ყველა, მთელი თანხა ჩამოვა“, – განაცხადა მინისტრმა.

 

 

მინისტრის თქმით, აღსანიშნავია, რომ თანხის მობილიზება მეტობით მოხდა და თუ საჭირო არ გახდა, მთლიანი რესურსი წელსვე არ დაიხარჯება.

 

 

„ჩვენ რასაკვირველია, ეს სესხები და თანხის მობილიზება მეტობით გავაკეთეთ, ვემზადებოდით უფრო მძიმე სცენარისთვის. თუ ეს მძიმე სცენარი არ გათამაშდა, ჩვენ აღნიშნულ თანხას სრულად არ დავხარჯავთ ამ წელიწადში. ამ თანხის ნაწილი დაიხარჯება 2021 წელსაც, რათა არ მოგვიწიოს იქაც ძალიან დიდი ვალების აღება. ჩვენი მიზანია, არამარტო ჩავეტიოთ იმ პარამეტრში, რასაც ჰქვია 60 პროცენტიანი შეზღუდვა, არამედ ნელ-ნელა 55-დან, რომელსაც მივაღწევთ, დავიწყოთ უკუსვლა. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შემდეგი წლების ეკონომიკური განვითარებისთვის“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი