ემზარ კვიციანი: „მივდივარ ამერიკის საელჩოსთან მოთხოვნით, დაგვიბრუნეთ წართმეული თავისუფლება“
09-06-2020, 14:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მივდივარ ამერიკის საელჩოსთან მოთხოვნით, დაგვიბრუნეთ წართმეული თავისუფლება, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა, ემზარ კვიციანმა პარლამენტის სხდომაზე.

 

 

„რატომ გვიშვებთ სტრასბურგში, რატომ არ ასამართლებთ აქ ხალხს სამართლიანად? ეს არის უბედურება, თორემ მათ ხელში რომ იყო ყველა უბედურება, გასაგებია, იცის მთელმა საქართველომ, რომ სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა 70 ათას ოჯახზე მეტი გააუბედურა, რეპრესიებში გაატარა. შეიძლება ითქვას, რომ 0,0001 პროცენტი არაა აღმდგარი სამართლიანობის.

 

 

ბატონო თავმჯდომარე, მე მინდა, მოგმართოთ თქვენ, ბოლო დროს ჩემს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან ისე გააჟღერა ჩვენმა ზოგ-ზოგიერთმა მოღალატე ჟურნალისტმა. სამჯერ ვიყავი თქვენთან მოსული, გახსოვთ. თქვენ რეაგირება მოახდინეთ მალევე, დაელაპარაკეთ ადამიანებს, კერძოდ, პრემიერ-მინისტრსაც. ვიცი მე ყველაფერი, მადლობა ამისთვის თქვენ. პრემიერ-მინისტრს ველაპარაკე, პრემიერ-მინისტრმაც აღმითქვა თანადგომა, რომ ყველაფერს გააკეთებდა სამართლიანობის აღდგენისთვის. ასე ვიყავი ანრი ოხანაშვილთან, იურიდიული კომიტეტის თვმჯდომარესთან და ინიციატივით ვარ შემოსული კანონპროექტით, რომელიც გაჩერებულია. ვიყავი ადამიანის უფლებათა კომიტეტის თვმჯდომარესთან. ყველა თქვენგანმა გამომიცხადა თანადგომა, რა გვჭირს მაშინ? ვინ დგას ამ ყველაფრის უკან? ვის უნდა ქართველების ჩაგვრა. მარტო ჩემს თავზე კი არ გეუბნებით. მე ვარ ერთი და ჩემს გამო რვა ოჯახი კიდევ და პლუს 70 ათასია მთელ საქართველოში. რატომ არ გინდათ სამართლიანობის აღდგენა? რატომ არ შეიძლება, უკანონოდ წართმეული ქონებების დაბრუნება უკან, რომლებიც სახელმწიფო ბალანსზეა, ეკონომიკის ბალანსზეა, არ გაყიდულა, არ გასხვისებულა და არც ერთი კაპიკი არ დაეხარჯება სახელმწიფოს, იმის გამო, რომ დაუბრუნოს ადამიანს და სამართლიანობა აღდგეს. მაგრამ ამის უკან, მართლაც, როგორც გოგიჩაიშვილმა თქვა, მართლაც კორუფციული სისტემა დგას ერთ ვარიანტში; მეორე ვარიანტში, მინდა, გკითხოთ ის, რომელიც ეკრანებზე იხილეთ – სახლი ვინც უკანონოდ ჩამომართვა, იყო ირაკლი ოქრუაშვილი და გადასცა უკანონოდ, ყალბი ორდერით თავის ნათლულის მამას და ცხოვრობენ ისინი იქ ამდენი წელიწადია.

 

 

არც ერთხელ არ მივსულვარ, მივიდა ჩემი ძმა, როცა ისინი ჩასახლდნენ. უთხრა, ვისია ეს სახლიო. მან თქვა, რომ დაბრუნდება. არ ელოდნენ ჩემს ცოცხალ დაბრუნებას რუსეთიდან. რომ დაბრუნდება, გადავულოცავ სახლს და წავალ ჩემ სახლშიო, რომელიც დაკეტილი აქვს რუსთავში. რა გზა მრჩება მე, რა გზა რჩება ჩვენს უკან იმ რვა ოჯახს და რა გზა რჩება იმ 70 ათას ქართულ ოჯახს იმის გარდა, რომ რაღაცა მოვითხოვოთ ჩვენ? მე, თქვენი კოლეგა, პარლამენტარი 24 საათი თქვენთან ერთად ვარ, ვერ მივაღწიე სამართალს, მიუხედავად იმისა, რომ მართლაც გვერდში მედექით, ბატონო თავმჯდომარე“, – განაცხადა კვიციანმა.

 

 

კვიციანი მოითხოვს, კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, რომ არჩევნები გახდეს სავალდებულო და აღნიშნავს, რომ ეს მისი ახირება არ არის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი