ეკატერინე ტიკარაძესა და ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
09-06-2020, 16:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორ ჰანს კლუგეს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

 

 

ჰანს კლუგემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ გატარებული კორონავირუსის საპასუხო ღონისძიებები და გამოყო ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთა გაძლიერებაში ჯანმო მზადაა დაეხმაროს საქართვლოს. მათ შორისაა არაგადამდები დაავადებებისა და კიბოს მართვა, უნივერსალური ხელმისაწვდომობის პროგრამის, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების და ჰოსპიტლების დაფინანსების მოდელის სრულყოფის კუთხით დახმარება.

 

 

ქართულმა მხარემ ჯანმოს ეპიდემიის პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. ქვეყანაში მიმდინარეობს მომდევნო ეტაპისთვის მზადება, მუშავდება რეაგირების გეგმა, რომელიც ითვალისწინებს პირველადი ჯანდაცვის მეტად ჩართვას კოვიდის ამბულატორიული დიაგნოსტიკის პროცესში, ჰოსპიტალური ქსელის მობილიზაციის გაუმჯობესებას, ხელმისაწვდომობას ტესტირების სერვისებზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება ეპიდემოლოგების კადრის გადამზადების და მეტი რესურსის მობილიზების გზით.

 

 

„ეს ზაფხული გამარჯვებაზე ზეიმისთვის კი არა, არამედ მეორე ტალღის საპასუხო ღონისძიებების მზადებისთვის უნდა გამოვიყენოთ“, - აღნიშნა ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა.

 

 

ონლაინ კონსულტაციაში მონაწილეობას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მონაწილე, თამარ გაბუნიაც იღებდა. შეხვედრას მოდერატორობას ჯანმოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიო დომენტე  უწევდა. ყურადღება გამახვილდა ჯანმოს ადგილობრივი ოფისის ჩართულობაზე ინფექციის კონტროლისა და პირადი დაცვის საშუალებების მობილიზების პროცესებში. ასევე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის კოვიდის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით ჯანმოს საქართველოს ოფისის მიერ გაწეულ სამუშაოებზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი