განათლების კოალიციასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმას CK-12-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
09-06-2020, 17:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

განათლების კოალიციასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმას CK-12-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს ორგანიზაციებს შორის მჭიდრო კოორდინაციითა და თანამშრომლობით, ახალი საგანმანათლებლო პლატფორმისა და რესურსების შექმნას.

 

 

პროექტის მიზანია ზოგადი განათლების სფეროში ხარისხიანი საგანმანათლებლო რესურსების შექმნა. პროექტის ფარგლებში ითარგმნება და ატაპტირდება როგორც საგნობრივი მასალები ასევე რესურსები არჩევითი საგნების მიმართულებით. აღნიშნული მასალები ხელმისაწვდომი იქნება ck-12-ის პლატფორმაზე www.ck-12.org სადაც შეიქმნება ქართველი მომხმარებლისათვის სპეციალური გვერდი.

 

 

მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დისტანციურად შეეძლებათ საჭირო მასალის გაცნობა და დავალებების შექმნა თუ შესრულება.

 

 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ ირინა ხანთაძემ და ck-12-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნირუ კოსლამ. ონლაინ შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი - ლალი კალანდაძე. 

 

 

მხარეებს შორის თანამშრომლობა გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს და რეგიონალური ოფისების შუამავლობით გახდა შესაძლებელი. თანამშრომლობის  მიზანია, საქართველოში სწავლების და სწავლის ხარისხის გაუმჯობესება, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით.

 

 

CK-12 წარმოადგენს საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმას რომლის მიზანია ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ციფრული რესურსების საშუალებით. www.ck-12.org პლატფორმაზე განთავსებულია სახელმძღვანელოები და დამხმარე რესურსები მეტწილად STEM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა) მიმართულებით. დღესდღეობით, პლატფორმას იყენებს 50,000-ზე მეტი სკოლა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი