დავით ზალკალიანსა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩიუსს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
09-06-2020, 18:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2020 წლის 9 ივნისს გაიმართა სატელეფონო საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩიუსს შორის, ლიეტუვას მხარის ინიციატივით. საუბრის მთავარი თემა იყო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის არსებული  დინამიკა და სამომავლო პრიორიტეტები, რაზეც  11 ივნისს გაიმართება  ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ტელე-ვიდეო კონფერენციის ფორმატში. ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიულ მნიშვნელობას და პარტნიორობის ამბიციური მიზნების დასახვასა და განხორციელებაში ერთობლივ ძალისხმევას. ამ კონტექსტში, დავით ზალკალიანმა დეტალურად გააცნო კოლეგას ქართული მხარის პრიორიტეტები.

 


ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის აქტიურ და კოორდინირებულ პოლიტიკას კოვიდ-19 ის წინააღმდეგ ბრძოლაში. პანდემიასთან წარმატებულად გამკლავების ფონზე, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ საერთაშორისო ტურისტებისთვის 1 ივლისიდან საზღვრის გახსნის გადაწყვეტილებას და აღინიშნა ლიეტუვას მხარის მზადყოფნა, საქართველოსთან, როგორც უსაფრთხო ტურიზმის დანიშნულების ქვეყანასთან, აქტიურად ითანამშრომლოს ამ მიმართულებით.

 


მხარეებმა ასევე ისაუბრეს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობის შესახებ. ამ კონტექსტში ლინას ლინკევიჩიუსმა დადებითად შეაფასა საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმება და აღნიშნა საქართველოში  დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა. დავით ზალკალიანმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ლიეტუველ კოლეგას აღნიშნული მიმართულებით და დაუდასტურა, რომ არჩევნები კვლავაც დემოკრატიული სტანდარტების მაღალი დაცვით გაიმართება.

მხარეები შეთანხმდნენ განხილული თემების შემდგომ კოორდინაციაზე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი