რეგლამენტში აბსოლუტურად ჯანსაღი ცვლილებები შედის, თუ არ გინდათ პროგრესი, დარჩით თქვენს რეგრესში, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტში დღეს 12 ფრაქცია მოქმედებს, რაც დასავლური პრაქტიკისგან მთლიანად აცდენილია.
მისივე თქმით, ოპოზიცია მმართველ პარტიას მოწუოდებს, შენარჩუნდეს რეგრესი და არასწორი პრაქტიკა.
„ჩვენ პარლამენტში გვაქვს ჩამოყალიბებული ძალიან მახინჯი პრაქტიკა. დღეს საქართველოს პარლამენტში მოქმედებს 12 ფრაქცია, რაც არის სიმახინჯე და მთლიანად აცდენილი დასავლური პრაქტიკისგან. დღეს რასაც ითხოვს ზოგიერთი კოლეგა, ეს არის ამ მახინჯი პრაქტიკის შენარჩუნება, რაც, ბუნებრივია, მიუღებელია. ჩვენ თუ გვინდა პროგრესი და არა რეგრესი, ბუნებრივია, უნდა გავყვეთ პროგრესის გზას. თუმცა მოგვიწოდებენ, შევინარჩუნოთ რეგრესი, რაც იყო და არასწორი პრაქტიკა.
ყველა კოლეგას მინდა, ვთხოვო, რომ ჯანსაღად მიუდგნენ იმ ცვლილებებს, რომლებიც არის წარმოდგენილი, ნუ განაგრძობენ სპეკულაციებს სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით“,- განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, პარლამენტის რეგლამენტში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის, რითიც აღმოიფხვრება პრაქტიკა, რომელიც საქართველოს პარლამენტში 12 აბსოლუტურად ეკლექტური ფრაქციის არსებობას გულისხმობს.
„ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის პარლამენტის რეგლამენტში. ერთი ეხება ფრაქციებს და ერთხელ და სამუდამოდ ამ ცვლილებებით აღმოიფხვრება ის უმახინჯესი პრაქტიკა, რომელიც იყო ჩამოყალიბებული, დღემდე არის ჩამოყალიბებული და რომელიც გულისხმობს 12 აბსოლუტურად ეკლექტური ფრაქციის არსებობას საქართველოს პარლამენტში.
ერთ-ერთმა კოლეგამ თქვა, რომ შეიქმნას ფრაქციები, თუნდაც ეკლექტურიო, აი აქ არის ზუსტად რეგრესისკენ მიდრეკილება. ჩვენ, მოდით, ვიყოთ მიდრეკილი პროგრესისკენ და არა რეგრესისკენ და ნუ შევქმნით მორიგ ეკლექტურ ფრაქციებს საქართველოს პარლამენტში. ეს იქნება ჩემი მოწოდება და იმედია, ამას ზოგიერთი კოლეგა მაინც გაითვალისწინებს.
ასევე, როგორც ფრაქციების ნაწილში, ვიცე-სპიკერების ნაწილშიც გვაქვს ოპტიმიზაციისკენ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი და ჯანსაღი ნაბიჯი, რაც ასევე მოაწესრიგებს პარლამენტის სტრუქტურას. აგრეთვე, დებატების ნაწილში გვაქვს ძლიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც ითვალისწინებს იმას, რომ აბსოლუტურად რაციონალურად და ერთგვაროვნად იქნება მოწესრიგებული ყველა ტიპის დებატი საქართველოს პარლამენტში.
აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ჯანსაღი ცვლილებებია, რომლებიც შედის რეგლამენტში. სამწუხაროდ, ვერ ამოქმედდება ამ მოწვევის პარლამენტისთვის, თუმცა ამოქმედდება მომდევნო მოწვევის პარლამენტისთვის. ცვლილებები უზრუნველყოფს იმას, რომ პარლამენტს ექნება ბევრად უფრო რაციონალური სტრუქტურა და პროცედურები, ვიდრე აქვს დღეს. თუ არ გინდათ პროგრესი, დარჩით თქვენს რეგრესში. სპეკულიანტობა პოლიტიკაშიც არ არის სწორი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.