მოძრაობა „ხალხისთვის“ და მისი ლიდერი ანა დოლიძე მხარდაჭერას უცხადებს აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიას
09-06-2020, 19:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოძრაობა „ხალხისთვის“ და მისი ლიდერი ანა დოლიძე მხარდაჭერას უცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც რამდენიმე თვეა სხვადასხვა მეთოდით იბრძვიან დამოუკიდებელი მედიის შესანარჩუნებლად. მოძრაობა უერთდება  26 ივნისის აქციას - „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დასაცავად“.

 

 

„ჩვენი მოძრაობა „ხალხისთვის“ მხარს ვუჭერთ ტვ. აჭარის მაუწყებლის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, დამოუკიდებელ მედიაში ხელის ფათური არავის გასვლია და არც „ქართულ ოცნებას“ გამოუვა. სამწუხაროა ის, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება პირს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს თავად იყო ზეწოლის ობიექტი. ხალხი, რომლის გვერდითაც ვიბრძოდი რამდენიმე წლის წინ ტელეკომპანია 202-ის დასაცავად, დღეს მათ წინააღმდეგ მიწევს გამოსვლა. გიორგი კოხრეიძე, რომელიც არის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, ამჯერად „ქართული ოცნების“ სახელით ცდილობს გაიმყაროს ტელევიზიაზე კონტროლი. ეს პროცესები ძალიან სავალალოა,“ - აცხადებს ანა დოლიძე.

 

 

მოძრაობა „ხალხისთვის“  ასევე მხარდაჭერას უცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ყოფილ დირექტორს ნათია კაპანაძე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატია.

 

 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში უნდა შეირჩეს ადამიანები, ვინც რეალურად იბრძოლებენ  მაუწყებლის დამოუკიდებლობისთვის. სამწუხაროდ, დღემდე ამ ტელევიზიამ ვერ შეძლო იყოს ხალხის ტელევიზია, რაც მისი მთავარი ფუნქციაა. ახლა გვაქვს შანსი, რომ გამგეობაში შევიყვანოთ ადამიანები, რომლებიც არ გაჩუმდებიან და პირში წყალს არ ჩაიგუბებენ, როდესაც დაინახავენ როგორ იფლანგება შენი და ჩემი ჯიბიდან გადახდილი ფული რაღაც გაუგებარ ინტერესებზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოძრაობა „ხალხისთვის“ ბოლომდე იქნება ჩართული ბრძოლაში დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, რომ ვერც ერთმა ბიძამ, ნებისმიერი ხარისხის უფლებით, ღილაკზე ერთი დაჭერით ვერ შეძლოს დამოუკიდებელი მედიის გათიშვა.“ - აღნიშნავს ანა დოლიძე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი