საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესზე ისაუბრეს.
მთავრობის მეთაურმა სამუშაო სადილზე დიპლომატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა უკვე წარმატებით განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ.
პრემიერმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული გზის ერთგულია, თუმცა ამავდროულად, დიდ ყურადღებას უთმობს პრაგმატულ, კონსტრუქციულ სამეზობლო პოლიტიკას.
"ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასეს", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.