თხევადი გაზის სადგურების მფლობელი კომპანიები საზოგადოებას მიმართავენ და გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ემიჯნებიან „თხევადი გაზის ასოციაციის თავმჯდომარის, ნიკა ხოფერიას პოპულისტურ განცხადებებს“, რადგან „მისი მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოების აშკარად შეცდომაში შეყვანას“.
კომპანიების წარმომადგენლები ასევე ახალ ორგანიზაციას - „საავტომობილო თხევადი გაზგასამართი სადგურების ასოციაციას“ აფუძნებენ და აცხადებენ, რომ „ის არ იქნება ერთი კაცის ინტერესების გამტარებელი“.
ბოლო პერიოდში თხევადი გაზის დაბეგვრის რეჟიმისა და აქციზის განაკვეთის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა არაერთხელ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. გვინდა განვმარტოთ, რომ ჩვენ ქვემოთ ხელის მომწერნი ვემიჯნებით თხევადი გაზის ასოციაციის თავმჯდომარის, ნიკა ხოფერიას პოპულისტურ განცხადებებს და ვაცხადებთ, რომ იგი მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით.
მისი ყოველი გამოსვლა მიმართულია სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ და მისი მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოების აშკარად შეცდომაში შეყვანას.
ჩვენ, კეთილსინდისიერი მეწარმეები ზოგიერთებისგან განსხვავებით ყოველთვის 100%-ით ვიხდიდით სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ორივე სახის აქციზს და პირნათელი ვიყავით ბიუჯეტთან.
თუმცა, აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ სფეროში წლების მანძილზე არსებობდა არაერთი მანიპულაციის საშუალება,რაც ხელს უშლიდა კეთილსინდისიერი ბიზნესის წარმოებას.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთეტაპიანი დაბეგვრის შემოღებას, ასევე მხარს ვუჭერთ ნულოვანი საბაჟო კოდის გაუქმებას და ვთხოვთ საქართველოს პარლამენტს, რომ კიდევ ერთხელ განიხილოს შესაძლებლობა იმისა, რომ არ გაიზარდოს თხევად გაზზე აქციზი.
ასევე ვაცხადებთ, რომ ვინაიდან ბ-ნი ნიკა ხოფერიას თავისი ვიწრო და კერძო ინტერესების გამო თავს ვგრძობთ მოტყუებულად, ჩვენ ვტოვებთ მის მიერ შექმნილ ასოციაციას და ჩვენვე ვაფუძნებთ ახალ ასოციაციას, რომლის დასახელებაც იქნება საავტომობილო თხევადი გაზგასამართი სადგურების ასოციაცია და ის არ იქნება ერთი კაცის ინტერესების გამტარებელი, არამედ იქნება ყველა ჩვენგანის ინტერესების დამცველი და ამ ბიზნესის გამავითარებელი ორგანიზაცია“, ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
შპს „გაზ ჯორჯია იმპორტ“
შპს „ვან1ექსპრესი“
შპს „L.D.D 400168965“
შპს „გე გაზ კომპანი“
შპს „ელპიჯი გაზი“
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.