საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას
10-06-2020, 16:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2020 წლის 10 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს მაღალი დონის ღონისძიებაში - “გაერო-ს ქარტია 75 წლის შემდეგ: მულტილატერალიზმი დანაწევრებულ მსოფლიოში“ (The UN Charter at 75: Multilateralism in a Fragmented World). ღონისძიება სინგაპურის, როგორც მცირე სახელმწიფოთა ფორუმის (FOSS) მომწვევი ქვეყნის ორგანიზებით იმართება. 


  
ღონისძიების ფარგლებში მოხსენებით წარსდგებიან გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის პრეზიდენტი, ტიჯანი მუჰამად ბანდე, FOSS-ის თავმჯდომარე, სინგაპურის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვივიან ბალაკრიშნანი, ირლანდიის ყოფილი პრეზიდენტი, მერი რობისონი, გაერო-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფოს/მთავრობის მეთაურები და საგარეო საქმეთა მინისტრები.  



ღონისძიება მიეძღვნება გაერო-ს ქარტიის 75-ე წლისთავს და მრავალმხრივი დიპლომატიის როლს დღევანდელ მსოფლიოში. აღნიშნულ კონტექსტში, ყურადღება დაეთმობა მულტილატერალიზმის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზების განხილვას.



გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ისაუბრებს საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, მდგრადი მშვიდობისა და განვითარების უზრუნველყოფის საქმეში მრავალმხრივი დიპლომატიის როლსა და საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს პრინციპების უპირობო შესრულების აუცილებლობაზე. მინისტრი, ასევე, ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ვითარებასა და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს, ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე.


აღსანიშნავია, რომ მცირე სახელმწიფოთა ფორუმი პირველად 1992 წელს, გაერო-სთან სინგაპურის დელეგაციის ორგანიზებით იქნა მოწვეული და მას შემდეგ, სწორედ სინგაპურის ეგიდით იმართება ყოველწლიურად. ფორუმის მიზანია გაერო-ს წევრი მცირე სახელმწიფოების პოტენციალის გამოყენების ხელშეწყობა და საერთო ინტერესების საკითხებზე პოზიციათა შეჯერება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი